logo
ENG



სუბარი კუბილიუსზე: ვინც სააკაშვილის და ივანიშვილის ადარებს, ნაკლებად კეთილსინდისიერია

27 მარ 202117:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/27/l42lapyv8qrfpo2.png

ლიეტუველი დეპუტატის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შესახებ სოზარ სუბარი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილისთვის "რეალური ლიდერების" წოდება და მათი შედარება "ნაკლებად კეთილსინდისიერია". 

სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილს "მტერს, მოღალატეს და კრიმინალს" უწოდებს, ბიძინა ივანიშვილს კი "ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ". 

კუბილიუსმა თქვა, რომ უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება "რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ". რეალურ ლიდერებაში მან სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. 

ფორმულას ჟურნალისტის, სოფო ზურაბიანის კითხვას - გულისხმობს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, კუბილიუსმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს გახლავთ რეალური ლიდერები, ორივე პოლიტიკური პარტიის".

"არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვინც მსგავს შედარებებს აკეთებს „ან არ იცის საქართველოში არსებული ვითარება ან ნაკლებად კეთლსინდისიერია მსგავს განცხადებებში და შეგნებულად ახდენს სიტუაციის დრამატიზება. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის და არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პრაქტიკულად მოუწოდებს საქართველოში დესტაბილიზაციისკენ, აჯანყებისკენ და არეულობისკენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვირდა ელიტური, სისტემური კორუფცია, ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა სისტემური წამება. არ მეგულება მსოფლიოში მაგალითი, რომ სისტემური წამების დამამკვიდრებელი ადამიანები პოლიტიკაში რჩებოდნენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა მართლმსაჯულების გვერდის ავლით ლინჩის წესით ანგარიშსწორება, ქუჩაში დახვრეტა, იმ ადამიანის მოტაცებები, ვინც არ მოსწონდათ, მათი ცემა, მკვლელობები". - თქვა სუბარმა მიხეილ სააკაშვილზე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება

ის საქართველოში დღეს, 27 მარტს, გვიან ღამოთ ჩამოფრინდება და მოლაპარაკებებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, რისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების მედიატორად დაინიშნა. 

მედიაციის პირველი მცდელობა, რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ, 19 მარტს უშედეგოდ დასრულდა. 

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ასევე, პარტიები ითხოვენ პოლიტპატიმრების - გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისყფლებასაც. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული ყველა სხვა საქმის შეწყვეყას. 

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის საბაბით 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 

ერთ-ერთი კომპრიმისი, რასაც ოპოზიცია თანხმდება, პლებისციტია, რომლითაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშშე არჩევნების დანიშვნა. 

ქართული ოცნება პრობლემებს არ აღიარებს, შექმნილ ვითარებას "ხელოვნურ კრიზისს" უწოდებს და პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს. ამასთან, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების შესრულება.


close დახურვა